ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინა

ხუთშაბათი, 19 ივლისი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინა

208

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის  ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  სამ  შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით,   საქართველოს საბაჟო საზღვარზე  საბაჟო კონტროლისგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების  შემოტანას ცდილობდნენ.
 
ხოლო ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში  11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება   670 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top