ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შაბათი, 18 ოქტომბერი, 2014
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

698

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროს, „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი რეგიონის სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და უკანონოდ მოპოვებული ხის მორების ტრანსპორტირების დროს სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ასევე უკანონო საქმიანობაში სხვა სახის ხელშეწყობის აღმოჩენის პირობით, ქრთამის სახით 600 ლარი აიღო.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 9 წლამდე პატიმრობას. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top