ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

457

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტი, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და  ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია  ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top