საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მხილებული იქნა ერთი პირი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა 14 000 ლარის საფასურად, 2004 ბოთლი უაქციზო კონიაკის IVERIONI რეალიზაცია მოახდინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე - 3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 - დან 8 წლამდე.