ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

161

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  კომერციული მოსყიდვის ფაქტზე,  შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით  2 დან  4  წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top