ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოავლინეს

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2020
ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი.

გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.  
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top