ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

სამშაბათი, 28 მაისი, 2019
ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

82

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, რამდენიმე პირის სახელზე, ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის სახელით,  მეორე კომპანიაზე ფიქტიურად გაწერეს დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. თითქოსდა, განხორციელდა დაახლოებით 23 000 000 ლარის ღირებულების ლითონის კონსტრუქციების მიწოდება, რა გზითაც, დღგ-ს ნაწილში კომპანიამ შეიქმნა ყალბი აქტივი 3 391 665 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა, შემდგომში შეიძინეს იმპორტირებული ბენზინი, რა დროსაც, საქონლის იმპორტისათვის გათვალისწინებული ოფიციალური გადასახადები - ჯამში 2 361 842 ლარის ოდენობით დაიფარა ყალბად შექმნილი აქტივიდან.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top