ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შაბათი, 07 თებერვალი, 2015
ყვარლის მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

659

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, მოქალაქისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top