ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

პარასკევი, 24 ივლისი, 2015
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

591

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ერთ-ერთი შპს-ის სახელით დაამზადეს ყალბი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ხელშეკრულება, თითქოს, აღნიშნულმა საწარმომ ერთერთ კომპანიას  249 700 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიაწოდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top