ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი

ხუთშაბათი, 16 სექტემბერი, 2021
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-ფლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებული 886 762 ლარის ღირებულების ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ლეგალიზაციისა და დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლის მიღების მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გატანილ იქნა საზღვარგარეთ, რა გზითაც ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი და პარალელურად შეიქმნეს 94 638 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 185-ე, 194-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top