ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2020
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის ფაქტობრივმა მმართველმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის განახორციელა საქონლის ფიქტიური მიწოდებები, ასევე ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული 768 775 ლარის ღირებულების 1 338 მ3 მასალა, რითაც მიიღო 106 936 ლარის დღგ-ის უკანონო ჩათვლა.

ბრალდებულმა, აღნიშნული უკანონოდ მიღებული ჩათვლა გამოიყენა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 185-ე და 194-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top