საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი ერთ-ერთი შპს-ის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აყალბებდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ე.წ „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება - ჩაბარების დოკუმენტებს“. ბრალდებული გაყალბებულ საბუთებს თბილისის ტერიტორიაზე ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების მიზნით, მოქალაქეების სახელზე გასცემდა, რა დროსაც, მათგან სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.