ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი

ორშაბათი, 01 მაისი, 2023
ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ჟენის ელემესოვი. შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. 

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახ კოლეგებს გააცნეს საგამოძიებო სამსახურის მანდატი, ანალიტიკური საქმიანობის განვითარების ხედვები და ასევე, გაუზიარეს გამოცდილება როგორც საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისა და მოქმედ თანამშრომელთა გადამზადების სამართლებრივი საფუძვლების, ასევე ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოების მიმართულებით.

მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაკავშირებულია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში კრიმინალის გაზრდილ საფრთხეებთან. ამიტომ, საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად იქნეს შეტანილი სიახლეები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულებით გამოწვეული პოტენციური უარყოფითი შედეგები ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკაზე.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა და სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top