საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორი სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელმა მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.