ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

607

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

ასევე დაკავებულია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, სამასალე ხეების უკანონოდ მოჭრის ნებართვის გაცემისა და მოჭრილი მასალის გადაზიდვის დროს მფარველობისათვის  მოქალაქისგან  ქრთამის სახით 800 ლარი აიღო.

ორივე ფაქტზე საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top