ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარასკევი, 07 ნოემბერი, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

691

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მოადგილე, მ. შ. დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, აუქციონში პრივილეგიის მინიჭების და შემდგომში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 000 ლარი გამოართვა. 

გარდა ამისა, კორუფციული გარიგების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა 800 კვ.მ შენობის ელექტრონულ აუქციონზე განთავსება, როგორც 600 კვ.მ ფართის მქონე, ხოლო სხვაობის, 200 კვ.მ საიჯარო გადასახადს დაკავებული სისტემატურად, არაოფიციალურად გამოართმევდა კომპანიის წარმომადგენლებს. 

დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top