ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -რეალიზაციის   ფაქტზე ორი პირი დააკავა

261

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით  ორი  პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში  ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი  უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი“.  ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების,  ჯამში  3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება  42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის  მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top