ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 22 სექტემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე  19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

183

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას  საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით. 

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე  სისხლის სამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სახელმწიფო თანხებს. 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. 

უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი  100 000 ლარის ოდენობით.
 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top