ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

პარასკევი, 18 აგვისტო, 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

344

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წელს, ერთ-ერთი შპს-ის მიერ ჩატარებული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია ფესტივალის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს   ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა.  გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს,  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს - ის დირექტორი.

მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული საქმის მიმართ  საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,  საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური  გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები ზემოხსენებულ შპს-ს გადასცეს. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top