ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

272

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია ,,ბადაგონის“  საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი  არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ  საჭიროების შემთხვევაში,  საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top