ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

უაქციზო თუთუნი

პარასკევი, 19 ივნისი, 2020
უაქციზო თუთუნი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მარტი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

Back To Top