საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებული სიგარეტი ,,DUBAO’’- ს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა, ხოლო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.