საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ვაგზლის მოედანის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი, ნ. ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე მოახდინა სასაქონლო ნიშნის შეცვლა “NOKIA”-ს სასაქონლო ნიშნით, რომლის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია 6600 ლარად.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.