ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან

ხუთშაბათი, 29 დეკემბერი, 2022
სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა - ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟირების პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა სტაჟიორებმა, ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს. სწავლების პერიოდში გამორჩეული და წარჩინებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, წლებია ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებაში ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების მოზიდვას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top