ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

ოთხშაბათი, 28 ივლისი, 2021
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი მოაწყო იაფფასიანი ჯიშის მცენარეებით, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანა ყალბი მონაცემები დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.

გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top