ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი შპს-ს ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

ორშაბათი, 06 მარტი, 2017
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე  ერთ-ერთი შპს-ს ყოფილი ხელმძღვანელი  დააკავეს

422

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, ერთ-ერთი შპს-ის ყოფილი ხელმძღვანელი,  ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.

ბრალდებულის  დაკავებისას ამოღებული  იქნა თანხის ნაწილი. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top