ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 08 ივლისი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით, მოქალაქეს მიაქირავა, ქ. ახალციხეში მდებარე, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი, რომლის სანაცვლოდაც, გამოართვა ფულადი თანხა 1 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top