ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკრაინის სახელმწიფო ფისკალურ სამსახურთან თანამშრომლობას გააღრმავებს

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  უკრაინის სახელმწიფო ფისკალურ  სამსახურთან თანამშრომლობას გააღრმავებს

296

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის  წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მონაცემთა გაცვლის მოქნილი სისტემის შემუშავება და  უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაცია  თანამშრომლობის  ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ესწრებოდნენ  უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის  საბაჟო წესების დარღვევის დეპარტამენტის უფროსი ვასილი პოეზდი, ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი ალექსანდრე ვლასოვი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ვასილ ცხაკაია, საგამოძიებო სამსახურის  ადმინისტრაციის უფროსი ნანა ხუციშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების წარმომადგენლები.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top