ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 23 დეკემბერი, 2022
საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვაჟა ფანოზიშვილმა და ვახტანგ ფარესიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტის უფროსს - ვაჰან ჩარხიფალაკიანსა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - არტურ უზუნიანს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top