საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ, საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცეს. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. 22 წარმატებული სტაჟიორი, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდება.
სტაჟიორებმა თეორიული სწავლება, პირველი სამი თვის განმავლობაში, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოძიებო სამსახურის დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით წლებია ახორციელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.