ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 20 დეკემბერი, 2014
საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა

674

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფლის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფლის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა, განიზრახეს რეგიონის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, დაუკავშირდნენ ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის სოფლის თემის ყოფილ რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის სოფლის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით 98 902 ლარი მიიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top