ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ხორბლის იმპორტიორები დააკავა

ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ხორბლის იმპორტიორები დააკავა

631

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ხორბლის იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 3 მოქალაქე - ბ. ჯ, მ. ჯ. და ლ. მ.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის იმპორტი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას, ასევე მათ მიერვე დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს.  საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 1 739 164 ლარის ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top