ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

ორშაბათი, 01 მაისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

399

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე  ასაღებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სსკ - ის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top