საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით