ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე  ერთი პირი დააკავა

336

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში,   ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის -  2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top