ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი გამოავლინა

ხუთშაბათი, 23 დეკემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი მისცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის განახორციელა მომსახურების მიწოდების ამსახველი 72 ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას დამატებული ღირებულების გადასახადში  უსაფუძვლოდ წარმოეშვა 318 026 ლარის ოდენობის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში ბრალდებულმა გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top