ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

329

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის დამზადება - გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირმა,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა  მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით - 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 - ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4 - დან 6 წლამდე  ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top