ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა

სამშაბათი, 18 დეკემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა

150

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან  დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქეს მოსთხოვა 2 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ  1 000 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top