საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ მებაჟე-ოფიცერი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მებაჟე-ოფიცერმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში დახმარებისა და სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით, 1 500 ლარი აიღო.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.