საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა ერთ-ერთ სამსახურში დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.
საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.