ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 14 დეკემბერი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

547

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთი თანამშრომელი  დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაუმზადა ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა, ხელშეკრულება და ინვოისი. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახური მსგავსი ტიპის შესაძლო კანონდარღვევის მიმართ ახორციელებს მკაცრ ზედამხედველობას და კონტროლს. 
 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top