ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავა

პარასკევი, 16 ივლისი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნისნული სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი, სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ვირის ნარჩენები და დასაკლავად განკუთვნილი ორი კვიცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1971 მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top