ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 01 თებერვალი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

134

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას  და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების შედეგად, საერთო ჯამში მიიღეს დიდი ოდენობით - 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top