ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

შაბათი, 23 მარტი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

111

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში,  ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 5 ერთეული სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top