ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა

შაბათი, 07 მაისი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა

495

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში გამოვლენილია არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს სამ მოქალაქეს თაბუკაშვილის ქუჩაზე, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც მათივე ორგანიზებით სისტემატიურად იმართებოდა სხვადასხვა აზარტული თამაშები. თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით ანაწილებდნენ აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top