ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები  გამოავლინა

149

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  შემდგომი რეალიზაციის მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 070 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top