ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შაბათი, 11 მარტი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

418

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე  რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული  სპირტიანი  ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე  რეალიზაციას, რითაც  თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ დიდი ოდენობით კონიაკი ,,Hennessy X.O”-ს რეალიზაციისას, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top