ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილა

სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე  ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილა

14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე.

ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top