ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 24 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

182

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში განახორციელეს მასშტაბური ღონისძიებები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროებთან  მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top