ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 01 დეკემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, თავიანთ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 500 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვეს წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობის - 76 271 ლარის ბიუჯეტიდან მიღება. ვინაიდან ხსენებულმა პირებმა ვერ მოახერხეს თანხის გამოტანა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ სხვა კომპანიებს შორის გაწერა 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის ფიქტიური მიწოდების ამსახველი საგადასახადო დოკუმენტები, რა გზითაც დამატებით შეიქმნა ყალბი აქტივი 30 507 ლარის ოდენობით.

სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დროულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჯამურად 106 778 ლარის ოდენობის ზიანი. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top